Sunday, 3 June 2018



             თანამედროვე ტექნოლოგიები სერიოზული გამოწვევების წინაშე გვაყენებს. ამიტომ  ტრენინგი ,,ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში"  არა მხოლოდ საჭირო, არამედ აუცილებელია   თითოეული მასწავლებლისთვის. იმისათვის, რომ გაკვეთილები იყოს საინტერესო,  შევისწავლეთ, თუ როგორ უნდა მოვიძიოთ ინტერნეტში აუდიო, ვიდეო და ფოტომასალა , როგორ შევქმნათ ეფექტური სასწავლო რესურსები და გამოვიყენოთ ისინი სწავლების პროცესში.    გავიარეთ და შევისწავლეთ საოფისე პროგრამები: ,,ვორდი", ,,ექსელი", პრეზენტაციების მომზადება ,,პაუერპოინტში".   ძალიან დიდია კომპიუტერის შესაძლებლობები, ამიტომ ვთვლიდი, რომ ძალიან მწირი ცოდნა მქონდა.  უკვე შემიძლია  ავაგო დიაგრამები,  ჩავსვა სასურველი სურათი  ან ვიდეომასალა საჭირო ადგილზე, მოვამზადო ეფექტური პრეზენტაციები, არა მხოლოდ გამოვიყენო ინტერნეტში განთავსებული ელექტრონული თამაშები, არამედ თავადაც შევქმნა ისინ.
              გარდა ამისა, ვისწავლე, როგორ შევქმნა საკუთარი ბლოგი, რომელიც განსაკუთრებით დამეხმარება თანამშრომლობითი სასწავლო პროექტების ხარისხიანად  დაგეგმვა- შექმნისთვის.  ახალი პროექტების განხორციელება  და ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილების ჩატარება მოსწავლეების მოტივაციას ამაღლებს.   
            სასწავლო პროცესის წარმართვაში ძალიან მომეხმარება ის სასარგებლო ბმულები, რომელთა შესახებაც ამ ტრენინგებზე მოგვცეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია. კომპიუტერის უსაზღვრო შესაძლებლობების ერთ ტრენინგზე  გაცნობა და შესწავლა  ძნელია, ამიტომ  ტრენერის მიერ მოწოდებული სახელმძღვანელოს და სასარგებლო ბმულებს  ხშირად გამოვიყენებ.   მადლობა ჩვენს ტრენერს, რომელიც ყოველთვის მზად იყო, რომ ნებისმიერი (და არაერთხელ დასმული) კითხვისთვის გაეცა პასუხი.