პროექტი











1

პროექტის სახელწოდება

„თორნიკე ერისთავი და ივირონის მონასტერი“

2

პროექტის მთავარი თემა
ისტორიული ფაქტების ასახვა აკაკი წერეთლის პოემაში.  ათონის ივერთა მონასტერი და ივერიის ღვთისმშობლის ხატი - წარსული და დღევანდელობა

3

პროექტის აქტუალობა
 პროექტი აქტუალურია, რადგან ჩვენი ქვეყნის წარსულის  გაცნობით მოსწავლეები კიდევ უფრო დაინტერესდებიან ქართული სიწმინდეებით.   

4

პროექტის მიზნები
მოსწავლეთა ჩართვა საქართველოს ისტორიის კვლევის საკითხებში; ინფორმაციის მოძიებისა და საინფორმაციო ტექსტის შედგენის უნარ-ჩვევების განვითარებაზე მუშაობა; 

5

მონაწილეთა ასაკი
12-13 წელი  (VII კლასი)

6

ვადები/ხანგრძლივობა
15 დღე

7

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები
პროექტი- გზამკვლევის შედგენა,  ისტორიული ფაქტების გამოკვეთა პოემიდან;
ათონის მთაზე მოღვაწე  წმინდა მამების დამსახურების წარმოჩენა; რომელი სიწმინდეებია დაცული დღეს ათონის მთაზე -ფოტომასალა; ღვთისმშობლის ხატის ასლის გადაწერა და საქართველოში ჩამოტანის ისტორია.  

8

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები
აკაკი წერეთლის ისტორიული პოემა ,,თორნიკე ერისთავი“,  კომპიუტერი, ინტერნეტბიბლიოთეკა, პროექტორი.

9

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივოებები)
პროექტის დავალებები გადანაწილდება ჯგუფებში.  ამის  შემდეგ მოსწავლეები მოიძიებენ საჭირო მასალებს.  ქართულის, ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლების მითითებით მოიძიებენ ინფორმაციებს X საუკუნის საქართველოს შესახებ, ასევე ბაგრატიონებისა და თორნიკე ერისთავის შესახებ; განსაზღვრავენ ათონის მონასტრის ადგილმდებარეობას.  მოემზადებიან პრეზენტაციებისა და დისკუსიისათვის.

10
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ქართული ენა და ლიტერატურა,  ისტორია, გეოგრაფია.  ეს პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, გამოუმუშავდეთ ესგ-ით განსაზღვრული  უნარ-ჩვევები.

11
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი)
მაია ყაზაიშვილი
12
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
mkazaishvili151@gmail.com

13

პროექტის ვებგვერდი/ბლოგი

maia151.blogspot.com

No comments:

Post a Comment